რეზონანსი
12.05.2017

„BBC"-ის ინფორმაციით, აშშ-ს საბაჟო და იმიგრაციის პოლიციამ (ICE), ბოლო 6 კვირის განმავლობაში კრიმინალური ბანდების წინააღმდეგ ოპერაციის ფარგლებში 1378 ადამიანი დააკავა.

დაკავებულთაგან 1000-ზე მეტი დანაშაულებრივ დაჯგუფებების მონაწილეობისთვის, 238 კი სხვადასხვა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული საქმეების გამო დააკავეს. დაკავებულთაგან უმეტესობა, ამერიკის მოქალაქეა.

ICE-ს ხელმძღვანელის ტომას ჰომანის განცხადებით, ქუჩის ბანდები ამერიკის საზოგადოებისთვის ერთ-ერთი სერიოზული საფრთხეა.

ეს რეიდები იმ ოპერაციის ნაწილია, რომელსაც აშშ-ის სპეცსამსახურები 2005 წლიდან ნარკოტიკებით და ადამიანებით ვაჭრობაში მონაწილე დაჯგუფებების წინააღმდეგ ახორციელებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×