რეზონანსი
12.05.2017

 „Reuters"-ის ინფორმაციით, პაკისტანის პროვინცია, ბელუჯისტანში სენატის ვიცეპრეზიდენტის მანქანა ააფეთქეს. აფეთქება იმდენად მძლავრი იყო, რომ 25 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო 35 მძიმედ დაშავდა.

ვიცეპრეზიდენტი ღონისძიებიდან ბრუნდებოდა, როცა მისი და მისი თანმხლები პირების მანქანები ნაღმზე აფეთქდნენ. ვიცეპრეზიდენტი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მისი მძღოლი კი დაიღუპა.

ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას აფეთქებაში მონაწილეობის შესახებ არ განუცხადებია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×