რეზონანსი
12.05.2017

„The Guardian"-ის ინფორმაციით, „ალ ქაიდამ" იემენში კონკურსი გამოაცხადა, რომლის მთავარი პრიზი „AK-47" - კალაშნიკოვის ავტომატი იქნება.

იემენის ერთ-ერთ ქალაქის კედლებზე დაჯგუფების წევრებმა გათმაშების სარეკლამო პლაკატები გააკრეს.

პლაკატზე დაწერილი ინფორმაციით, ტერორისტები გათამაშებაში მონაწილეობის მსურველებს მეჩეთებსა და „ალ ქაიდის" ოფისებში იწვევენ. მთავარი დავალება ყურანის ცოდნა იქნება. ერთ-ერთ განცხადებაში, მონაწილეებს თხოვენ დაასახელონ იემენის კონსტიტუციის სამი მუხლი, რომელიც შარიათის კანონს ეწინააღმდეგება.

მთავარი პრიზი, კალაშნიკოვი „AK-47"-ია. მეორე ადგილისთვის მოტოციკლი, ხოლო მესამესთვის ნოუთბუქი იქნება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×