რეზონანსი
12.05.2017

 „Reuters"-ის ცნობით, პაკისტანში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ" (ISIS) აიღო.

სააგენტოს ცნობით, თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჩაიდინა, რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერებით ჟილეტი ეცვა.

პაკისტანის პროვინცია, მასტუნგში აფეთქების შედეგად, 25 ადამიანი დაიღუპა. ხოლო 35 დაშავდა. აფეთქების სამიზნე სენატის ვიცეპრეზიდენტის, ესკორტი იყო.

ვიცეპრეზიდენტი ღონისძიებიდან ბრუნდებოდა, როცა მისი და მისი თანმხლები პირების მანქანები ნაღმზე აფეთქდნენ. ვიცეპრეზიდენტი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მისი მძღოლი კი დაიღუპა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×