რეზონანსი
12.05.2017

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი FBI-ის ყოფილ ხელმძღვანელ ჯეიმს კომის სოციალური ქსელის საშუალებით აფრთხილებს: - „ჯეიმს კომი, შენთვისვე იქნება უკეთესი, რომ ჩვენი საუბრების ჩანაწერები არ არსებობდეს და მედიაში არ გავრცელდეს".

ჯეიმს კომი, რომელიც აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის გამოძიებას ხელმძღვანელობდა, FBI-ის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ამერიკის პრეზიდენტმა გაათავისუფლა.

ჯეიმს კომი ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის წევრების რუსეთთან შესაძლო კავშირებს იძიებდა. ამასთან დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი ჰილარი კლინტონი არჩევნებში თავის მარცხს სწორედ კომის აბრალებდა. FBI-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ენდრიუ მაკკეიბი დაინიშნა. რომელიც მანამდე ამავე უწყებაში დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×