რეზონანსი
12.05.2017

 „Associated Press"-ის ცნობით, ბაქოს სასამართლომ „რადიო თავისუფლების" აზერბაიჯანულენოვანი ვებგვერდის დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვა შეეხო ასევე ოთხ ინტერნეტ-ტელევიზიას

გავრცელებული ინფორმაციით, დაბლოკილ მედიასაშუალებებს ფუნქციონირების გაგრძლელება დომენების ახალი სახელებით შეეძლებათ.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ვებგვერდები მასობრივი არეულობების ორგანიზების მცდელობაში და დესტრუქციულ მოქმედებებში დაადანაშაულა. მედიასაშუალებები ბრალდებებს უარყოფენ.

მედიის ცნობით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ „რადიო თავისუფლების" წინააღმდეგ ზომების მიღება ფინანსურ ოპერაციებზე ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო, რომელიც შეიძლება აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის ოჯახებთან იყოს დაკავშირებული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×