რეზონანსი
12.05.2017

 ესპანური მედიის ცნობით, „ბარსელონას" ფეხბურთელი ლიონელ მესი ესპანეთის ჩემპიონატის გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

აპრილში პრიმერადივიზიონში გამართულ ექვს შეხვედრაში არგენტინელმა ვარსკვლავმა რვა გოლი გაიტანა, აქედან ორი კი მადრიდის „რეალის" კარში.

ამ ეტაპზე არგენტინელი ფეხბურთელი ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას 35 გოლით ლიდერობს. „ბარსელონა" კი 84 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზეა, თუმცა კატალონიელების მთავარ კონკურენტს, „რეალს" ერთი მატჩით ნაკლები აქვს გამართული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×