რეზონანსი
12.05.2017

 ეგვიპტური ავიაკომპანია „AIR Cairo" სომხეთიდან ეგვიპტის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს. რეისები შესრულდება ხურჰადისა და შარმ-ელ-შეიხის მიმართულებით.

„AIR CAIRO"-ს ოფიციალური წარმომადგენლობა სომხეთში აცხადებს, რომ აქამდე სომხები ეგვიპტეში ძირითადად საქართველოს გავლით მიფრინავდნენ, მაგრამ 22 ივნისიდან ასე აღარ იქნება.

სომხური მედიის ცნობით, ადრე, როდესაც „AIR CAIRO" ჩარტერულ რეისებს ახორციელებდა, ბილეთის ფასი ტურისტული პაკეტის გარეშე 450 დოლარს შეადგენდა, რეგულარული მიმოსვლის დაწყების შემდეგ კი კომპანია სომეხ მომხარებელს ამავე ფასში ტურისტულ პაკეტსაც სთავაზობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×