რეზონანსი
13.05.2017

 ე.წ. საზღვრის გასწვრივ, საოკუპაციო რეჟიმი  მორიგი საინჟინრო ნაგებობების აგებას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა გააკეთა და მიზეზად ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობის და მათი ქონების დაცვა დაასახელა.

„ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაპირებთ, აღვმართოთ საინჟინრო ნაგებობა სოფელ არანგარონთან.2016 წელს ადგილობრივებს მსხვილფეხა საქონელი დაეკარგათ, რომლის პოვნაც ვეღარ მოხერხდა. მანამდე სოფლიდან სხვა ქონებაც იკარგებოდა. ამიტომ, სოფლის მცხოვრებლებმა ხელისუფლებას მიმართეს, რომ შეიქმნას უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ნორმები" , - აცხადებს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელი, დავით სანაკოევი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×