რეზონანსი
13.05.2017

შსს-ს თანამშრომლებმა 1998 წელს დაბადებული მ.კ. და 1997 წელს დაბადებული გ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მ.კ.-მ და მისმა მეგობარმა, 9 აპრილს თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე, მ.კ.-ს ბაბუას, მისსავე საცხოვრებელ ბინაში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, შემდეგ, დანაშაულის დასაფარად, ბინაში ხანძარი გააჩინეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა მ.კ. და გ.გ. თბილისში დააკავეს. ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთის ვადით 13-დან 17-წლამდე ისჯება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×