რეზონანსი
13.05.2017

 ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთში თანასოფლელებს შორის ურთიერთშელაპარაკება მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაწყებულ კამათს ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა და 50 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფით აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა მკვლელობა გახსნეს და ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×