რეზონანსი
13.05.2017

 „Haberturk"-ის ცნობით, თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ავტობანზე ტურისტული ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 13 მძიმედ დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულის შესახებ მუგლას პროვინციის გუბერნატორმა, ამის ჩიჩეკმა განაცხადა.

როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, ავარიის მიზეზი სავარაუდოდ მძღოლის შეცდომა გახდა, რის შედეგადაც ავტობუსი გადაბრუნდა. გუბერნატორის თქმით, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ყველა თურქეთის მოქალაქეა.

სულ ავარიის დროს ავტობუსში 42 ადამიანი იმყოფებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×