კომპანია „თელასის" ცნობით, დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიღმის მასივის II კვარტლის და რობაქიძის ქუჩის მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ასევე კრწანისის რაიონის დიუმას, პუშკინის და კოტე აფხაზის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის, დემეტრე თავდადებულის, მირიანაშვილის, ახალციხელის და მეფე არჩილის ქუჩებს.
გლდანის რაიონში კი ამავე დროს ელექტრომომარაგება შეუწყდება ლიბანის და სალხინოს ქუჩების მცხოვრებლებს. სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 17 :00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის, სადგერის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
იმავე საათებში ისნის რაიონში შეზღუდვა შეეხება ავლიპ ზურაბაშვილის, გარე კახეთის, დოესის, ცუცხვათის, აწყურის და ზინდისის ქუჩებს.
ნაძალადევის რაიონში კი გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ბარამიძის, კაკაბაძის, სადმელის, ჩარგლის, მაღალაშვილის, სამოცდამეცამეტე, გამყრელიძის, ამირანაშვილის, ველისციხის, თიანეთის, სიხარულიძის და გარიყულის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება წყნეთის გზატკეცილის და საკანდელიძის ქუჩის მცხოვრებლებს.