რეზონანსი
15.05.2017

 თბილისში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის ჩაშლის შემდეგ, „დავიცვათ ქართული მიწა" - ამ სლოგანით ფილარმონიასთან აქცია იმართება.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ კონსტიტუციაში მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით ცვლილება შევიდეს. ისინი ითხოვენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწები არ გასხვისდეს.როგორც აქციაზე განაცხადეს, დაშვებული უნდა იყოს მიწების მხოლოდ იჯარით გასხვისება.

დღეს ფილარმონიაში საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვების პირველი ეტაპი უნდა დასრულებულიყო. თუმცა, დარბაზში დამსწრეთა ნაწილმა ხმაურიანი შეძახილებით, პარლამენტის თავმჯდომარეს საუბრის დაწყების საშუალება არ მისცა. თბილისში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა ჩაიშალა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×