რეზონანსი
15.05.2017

 გორის სოფელ ნადარბაზევში ძმებმა მიხეილ და ლევან ქერდიყოშვილებმა ძველი „ჟიგულის" მარკის ავტომანქანა იყიდეს, რადგან მართვის სისტემა წყალსაქაჩად გამოეყენებინათ.

ახალი „სარწყავი სისტემა" ნადარბაზევის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეა დამონტაჟებული.

მანქანის მოტორის მუშაობის წყალობით აქაჩული წყალი დაახლოებით 300 მეტრ მანძილზე, მიწის ნაკვეთამდე მიჰყავთ. ამ მიწის ნაკვეთში კი წვეთოვანი სისტემა მუშაობს.

ქერდიყოშვილებმა „წყალსაქაჩი" ერთი თვის წინ გამოსცადეს და ნაკვეთი მორწყეს. მათი თქმით, იდეამ გაამართლა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×