რეზონანსი
15.05.2017

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან საპროტესტო აქცია „სოლიდარობა მუშებს!" გაიმართა.ორგანიზაცია „აუდიტორია 115" და „საქართველოს პროფკავშირების" გაერთიანება კონსტიტუციაში შრომითი ინსპექციის შექმნას ითხოვს.

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას დასაქმებულების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, შრომითი პირობების გაუმჯობესებისკენ მოუწოდეს. დემონსტრანტებმა მსვლელობით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს.მსვლელობის დროს მცირე ინციდენტიც მოხდა. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115"-ის პროტესტის გამო, დღეს ფილარმონიაში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვის პროცესი ჩაიშალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×