რეზონანსი
15.05.2017

 საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე, საბერძნეთში მსხვილფეხა პირუტყვის დაუმუშავებელი ტყავი გავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მსხვილფეხა პირუტყვის დაუმუშავებელი ტყავი მატყლის შემდეგ მეორე ცხოველური წარმოშობის არასასურსათო პროდუქტია, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში პირველად გავიდა.

სურსათის სააგენტოს ცნობით, ქართული მატყლი ევროკავშირის ბაზარზე, დიდ ბრიტანეტში 2017 წლის იანვარში გავიდა. 2016 წლის დეკემბერში ევროკავშირმა დაასრულა ფორმალური პროცედურები და ექსპორტზე უკვე ქართული თაფლის გატანაც არის შესაძლებელი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×