რეზონანსი
15.05.2017

 შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტში ევროკავშირის ქვეყნებში ქართველი პოლიციელების „ჩანერგვის" შესახებ საკანონმდებლო წინადადება წარადგინა. ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში შს მინიტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა წარადგინა.

ინიციატივის მიხედვით, საქართველოდან შსს-ს თანამშრომლები ევროკავშირის ქვეყნებში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფების წინააღმდეგ იმუშავებენ. ევროპულ პოლიციასთან თანამშრომლობის შედეგად, ქართული მხარე შეძლებს კრიმინალური დაჯგუფებების გამოვლენას და დანაშაულის პრევენციას.

საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული თანამშრომლობის საკითხს ევროინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის გაერთიანებული სხდომა განიხილავს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას საპარლამენტო ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წევრები იზიარებენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×