რეზონანსი
16.05.2017

 ყაზბეგის რაიონსა და მთიულეთში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანას, საქართველოს საპატრიარქო ეხმიანება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ხელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე აწერს.

„გვესმის, რომ ქვეყანას ეკონომიკური წინსვლა სჭირდება და როგორც ჩანს, ეს არის მთავარი მოტივი აღნიშნული ქმედებისა, მაგრამ იგივე მიზანს ემსახურება ტურიზმის განვითარებაც. უცხოელებს ჩვენს კულტურასთან ერთად, ხელუხლებელი ბუნება და ეკოლოგიურად სუფთა გარემოც იზიდავთ. დასახლებულ პუნქტებთან მაღალი ძაბვის სადენების სიახლოვე ამ მხრივაც უარყოფითად იმოქმედებს" , - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

საპატრიარქოს განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან მთის კანონის შემუშავება მნიშვნელოვანი სიახლეა და ეს მიღწევა მთის მოსახლეობასთან ბოლოდროინდელი წინააღმდეგობებით არ უნდა გადაიფაროს.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×