რეზონანსი
16.05.2017

 აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას დაკითხვა განახლდა. პროკურატურის წარმომადგენლები მასთან სახლში მივიდნენ. პროცესი გუშინ, ლაშა თორდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო,კიდევ ერთხელ გადაიდო.

სავარაუდოდ,მთავარი აუდიტორი გამომძიებლებს იმ დოკუმენტებს წარუდგენს, რის გამოც მისი მტკიცებით კონფლიქტი მოხდა. საუბარია თბილისის მერიის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორისთვის მიწების არაკანონიერად გადაცემაზე.

ამ დრომდე უცნობია, როდის დაკითხავენ ყოფილ მთავარ პროკურორს.ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძეს შორის რამდენიმე დღის წინ დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.ლაშა თორდია საავადმყოფოდან გუშინ გაწერეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×