რეზონანსი
16.05.2017

 „ახალი საქართველოს" ლიდერის განცხადებით, ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე საქართველოს დატოვებას გეგმავს. ვაშაძის თქმით, ფარცხალაძე სამართალდამცველებთან არის შეთანხმებული.

„სულ რამდენიმე დღე დასჭირდება ალბათ, სანამ დაალაგებს სამართალდამცავ ორგანოებში გარკვეულ სტრატეგიას. სწორედ იმ ფარულ კადრებში, რომელშიც ის არის საკუთარ სახლში, საავიაციო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, დეტალურად იყო შემუშავებული ქვეყნის დატოვების გეგმა" , - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ახალი საქართველო" პარლამენტსა და პროკურატურას ორი მოთხოვნით მიმართავს. ოპოზიციური პარტია მოითხოვს, რომ დაუყოვნებლივ შეიქმნას საგამოძიებო კომისია და პროკურატურამ სასამართლოში შეიტანოს შუამდგომლობა, რომ ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, საქართველოს ტერიტორიის დატოვება გარკვეული ვადით შეეზღუდოს.

ლაშა თორდიაზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და სასჯელის სახით ორ წლამდე ან ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, ლაშა თორდია აცხადებს, რომ 14 მაისს თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბში თავს დაესხნენ. მისი თქმით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხა თავს.

ოთარ ფარცხალაძემ მთავარ აუდიტორთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც კონფლიქტის ინიციატორი ლაშა თორდია იყო, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×