რეზონანსი
16.05.2017

 ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფმა,ტყიბულის შახტისა და ჭიათურის მაღაროების შემოწმება დაიწყო.ჯგუფი ზედამხედველობას გაუწევს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან, ასევე ტექნიკური საფრთხის შემცველ სამუშაო ადგილებს, რომლებიც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მაღალ რისკს შეიცავს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ადგილები ორმაგ შემოწმებას გაივლის, ჩაუტარდებათ როგორც ტექნიკური ინსპექტირება, ასევე დააკვირდებიან შრომის პირობებს და შეფასდება, რამდენად შეესაბამება ისინი კანონმდებლობით დადგენილ შრომისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში უბედური შემთხვევა 9 მაისს მოხდა.ბაგირის გაწყვეტის შედეგად, 4 მეშახტე 400 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. სამაშველო ოპერაცია 14 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცხედრების ექსპერტიზა და იდენტიფიცირება ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში ჩატარდა.

შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×