რეზონანსი
16.05.2017

 ცხოველთა უფლებადამცველი მარიამ ჩხიკვიშვილი ხაშურის ძაღლთა თავშესაფარს მოულოდნელად ესტუმრა. მან სოციალურ ქსელში თავშესაფრის პირობების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა და ვრცელი სტატიაც მიუძღვნა.

„ნანახმა სრულ შოკში ჩაგვაგდო და იმ დასკვნამდე მიგვიყვანა, რომ შესაძლოა ძაღლებს წყლის უქონლობის გარდა საჭმელიც არ ჰქონდეთ. ვოლიერებში ფეკალის რაოდენობა იყო აუარებელი, ცხოველებს ამ მასაში ჯდომა და წოლაც უწევდათ" , - განაცხადა მარიამ ჩხიკვიშვილმა.

უფლებადამცველის თქმით, თავშესაფრის ვოლიერები ძალიან მცირე ზომისაა, დაახლოებით 1 კვადრატული მეტრი, სადაც ცხოველს მხოლოდ დგომა ან დაწოლა შეუძლია, სიარულს ვერ შეძლებს.

მარიამ ჩხიკვიშვილის თქმით, თავშესაფრის დირექტორმა მათთან შესახვედრად თანამშრომელი ვეტერინარი გამოუშვა, რომელმაც მათ სთხოვა,რომ თავშესაფრის პირობების შესახებ ინფორმაცია არ გაევრცელებინათ. უფლებადამცველი თავშესაფარში მედიკამენტების დაცულობის პრობლემაზეც საუბრობს.

„იმ შენობაში, სადაც ფანჯრები ღია იყო და მარტივად იყო შესაძლებელი გადაძრომა, ინახება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები. ისე გატეხავენ იმ ფარატინა რკინის კარებს, რომ ვერც ვერავინ გაიგებს" , - განაცხადა ცხოველთა უფლებადამცველმა, მარამ ჩხიკვიშვილმა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×