ფინანსურმა პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის, გადაზიდვისა და რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ - ერთი ბრალდებული, წყალტუბოს რაიონში საკუთარი საცხოვრებელი სახლის სხვენში, რეალიზაციის მიზნით, ინახავდა უაქციზო სიგარეტს, 29 239 კოლოფ ,„Master"- ს, რომლის ნაწილიც, 7 500 კოლოფი ერთ-ერთ ბრალდებულზე გაასაღა.
საგამოძიებო სამსახურმა რეალიზატორი პროდუქციის გადაზიდვის დროს დააკავა. დანარჩენი უაქციზო სიგარეტი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6 - დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.