რეზონანსი
16.05.2017

 გიორგი მარგველაშვილი აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება. განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა გააკეთა. ეკა მიშველაძე ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილი უმაღლესი თანამდებობის პირის ცემის ფაქტს შემაშფოთებელს უწოდებს.

„შეშფოთებას იწვევს და კითხვებს აჩენს გენერალური აუდიტორის განცხადება, რომ მას პროფესიული საქმიანობის გამო გაუსწორდნენ. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვერ ექნებათ დაცულობის განცდა მაშინ, როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირზე ხორციელდება ფიზიკური ანგარიშსწორება" , - განაცხადა მიშველაძემ.

პრესსპიკერის თქმით,გიორგი მარგველაშვილს მიაჩნია, რომ გამოძიების პროცესის გაჭიანურება საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ მუშაობას, ამის გამო ის საგამოძიებო უწყებებს საქმის დროული და ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, ლაშა თორდია აცხადებს, რომ 14 მაისს თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბში თავს დაესხნენ. მისი თქმით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხა თავს.

ოთარ ფარცხალაძე აცხადებს,რომ კონფლიქტის ინიციატორი ლაშა თორდია იყო, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×