რეზონანსი
16.05.2017

 პარლამენტის ბიუროს სხდომაზე თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით კანონპროექტი წარადგინეს.საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, სიგარის ბარის მოსაწყობად სპეციალური ნებართვა იქნება საჭირო, მისი აღების საფასური კი 15 ათასი ლარი იქნება.

საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, აკაკი ზოიძე და ლევან კობერიძე არიან.

კანონპროექტის მიხედვით, თამბაქოს მოწევა დასაშვებია ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას, პენიტენციარულ დაწესებულებაში, ლიცენზირებულ სიგარაბარში, სამორინეში, აეროპორტის სატრანზიტო ზონაში და წინასწარი დაკავების იზოლატორში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×