რეზონანსი
16.05.2017

 დაახლოებით ერთ თვეში, დასუფთავების ინსპექტორებმა თბილისში სულ 307 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს. როგორც „თბილსერვის ჯგუფში" განაცხადეს, 307-დან 102 შემთხვევაში უცხოელი დააჯარიმეს.

დასუფთავების ინსპექტორებმა დანაგვიანების გამო ჯარიმა 298 ფიზიკურ და 9 იურიდიულ პირს გამოუწერეს. „თბილსერვის ჯგუფის" ინფორმაციით, ამ დროისთვის სულ 32 920 ლარის ჯარიმა არის გამოწერილი.

ქვეითი ინსპექტორები თბილისში 3 აპრილიდან გამოჩნდნენ, დაჯარიმება კი 20 აპრილიდან დაიწყეს. ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით, ჯარიმა 2 კილოგრამი ნაგვის დაყრაზე 80 ლარია, 2 კილოგრამზე მეტი ნაგვის დაყრის შემთხვევაში კი სანქცია სხვადასხვანაირია და 1000 ლარს აღწევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×