უკრაინის ხელისუფლებამ რუსული კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაკისრების გადაწყვეტილება მიიღო. ინტერნეტპროვაიდერებს დაევალათ, „Яндекс"-ზე, „Одноклассники"-ზე და „ВКонтакте"-ზე წვდომა დაბლოკონ.
„ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, სანქციები და აქტივებზე წვდომა დაებლოკებათ ასევე ტელეკომპანიებს: „РБК", „ТВ Центр", „ВГТРК", „НТВ Плюс", „ТНТ" და „Звезда".
უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებით, გაფართოვდა სანქცირებული ფიზიკური პირების სიაც. ამჟამად სულ 1228 ადამიანი და 468 კომპანია არის სანქცირებული.
ანალიტიკური პორტალის, „Gemius"-ის ინფორმაციით, უკრაინაში საიტით „ВКонтакте" 5,4 მილიონი, „Одноклассники" -ით კი 3 მილიონი ადამიანი სარგებლობს.