რეზონანსი
16.05.2017

 გამგებლის თანამდებობა უქმდება და ახალი რეფორმის შემდეგ ყველა მუნიციპალიტეტს მხოლოდ მერი ეყოლება, თუმცა მისი ფუნქციები გაფართოვდება. ინიციატივის ავტორები მთავარ მიზეზად ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას და დუბლირებული თანამდებობების გაუქმებას ასახელებენ.

ცვლილება ძირითადად იმ 12 ქალაქს შეეხება, სადაც დღეს გამგებელიც არის და მერიც. ამ შემთხვევაში, იქნება არჩევითი მერი და მისი ფუნქციები არა მხოლოდ კონკრეტულ ქალაქზე, არამედ მთლიან მუნიციპალიტეტზე გავრცელდება.

ფართოვდება საკრებულოს ფუნქციაც, დიდ ქალაქებში მერიას ეყოლება სათათბირო ორგანო. პატარა ქალაქებში იქნება 10-15 კაციანი ჯგუფები და მისი ხელმძღვანელი მერს პრობლემების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.

როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა, ნათია სულავამ განაცხადა, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის პოზიცია არ უქმდება. უბრალოდ ყველასთვის იქნება ერთიანი სახელი და ყველას ერქმევა მერი.

„მასიური გათავისუფლებები ამას არ მოყვება, მოხდება ოპტიმიზაცია და შესაბამისად, მერიების სტრუქტურაც გადაიხედება. იმ საჭიროებების და იმ რაოდენობის ხალხი იმუშავებს, რაც ოპტიმალური იქნება კონკრეტული მუნიციპალიტეტისთვის" , - განაცხადა ნათია სულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×