რეზონანსი
17.05.2017

 დედაქალაქის მერიამ არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის" განცხადება არ დააკმაყოფილა და 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ლგბტ ფერებში არ განათდება. ამის შესახებ სააგენტო „აიპრესი" თბილისის მერიის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ მშვიდობის ხიდი და ანძა განსხვავებულად იმ შემთხვევაში ნათდება, როცა სახელმწიფო მნიშვნელობის ან ევროკავშირთან დაკავშირებული დღესასწაულებია.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში განმარტებული იყო ცისარტყელას დროშის სიმბოლიკა და მნიშვნელობა. ორგანიზაციის განცხადებით,ცისარტყელის დროშა „დროშების დამამზადებლების საერთაშორისო კონგრესის" მიერ ოფიციალურად არის ცნობილი.

„17 მაისს გააჩნია, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი მნიშვნელობა, ვინაიდან დაკავშირებულია ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ძალადობის დაგმობასთან. იმის გათვალისწინებით, თუ რა უფლებრივ მდგომარეობაში არიან ლგბტ პირები ჩვენს რეალობაში და რამდენად ჰომოფობიურია გარემო მათ მიმართ, ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქ თბილისის მერიის მხრიდან ამ საკითხის მნიშვნელობის გაზიარება" , - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×