რეზონანსი
17.05.2017

 მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მიწის ნაკვეთი ჰონგ-კონგში, სამთავრობო აუქციონზე გაიყიდა. სამ მილიარდ დოლარად შეფასებული მიწის ნაკვეთი ჰონგ-კონგის ცენტრში მდებარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს.

აუქციონში 8 უმსხვილესი კომპანია მონაწილეობდა. მიწის ნაკვეთის მფლობელი კომპანია „ჰენდერსონლენდი" გახდა. მსოფლიოში ყველაზე ძვირად შეფასებულ მიწის ნაკვეთზე ამჟამად ხუთსართულიანი ავტოპარკინგია განთავსებული. ახალი მფლობელი მის აღებას და ამ ადგილზე 2022 წლისთვის გრანდიოზული კომპლექსის აშენებას გეგმავს.

მიწის ნაკვეთის ერთი კვადრატული მეტრის ფასი 50064 დოლარია, ტერიტორია კი სულ 465005 კვადრატული მეტრია. ექსპერტების შეფასებთ, აუქციონის გარეშე მიწის ნაკვეთი შესაძლოა 22 მილიარდად გაყიდულიყო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×