რეზონანსი
17.05.2017

 სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ჟურნალი „ბედნიერი ოჯახი"დაურიგდა, რომელსაც პატრიარქის წინასიტყვაობა აქვს წამძღვარებული. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი" წერს.

„იცოდეთ, მიუხედავად დიდი სიყვარულისა, ბოლომდე არ უნდა გაუშინაურდეთ ერთმანეთს, ეს უნდა ემჩნეოდეს თქვენს საუბარს, ჩაცმას, გარეგნობას, ქცევას..." - წერს საქართველოს პატრიარქი.

„ძველ დროს, საერთოდაც, ცოლ-ქმარს ცალ-ცალკე ოთახებში ეძინათ და მათი შეხვედრა იყო დიდი სიხარული, თუმცა ხანგრძლივი განშორებაც არ შეიძლება და ყველაფერში ოქროს შუალედი უნდა დაიცვათ" , - ნათქვამია პატრიარქის წინასიტყვაობაში.

დღეს ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღე აღინიშნება, რომელიც საპატრიარქომ 2014 წელს დააწესა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×