რეზონანსი
17.05.2017

 პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას 21 წლის შვილი ავტოავარიას ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.გარდაცვლილ ბექა ხახუბიას მეუღლე და მცირეწლოვანი ვაჟი დარჩა. გავრცელებული ინფორმაციით,ის თავად მართავდა ავტომანქანას. ცნობილია, რომ ახალგაზრდა მძღოლი სატვირთო მანქანას დაეჯახა.

დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილის გარდაცვალებამ პარლამენტის მუშაობა დროებით შეაფერხა. დეპუტატების დიდი ნაწილი კოლეგასთან სამძიმარზე იმყოფებოდა.

ფოთის მაჟორიტარ დეპუტატს თანაგრძნობა გამოუცხადეს ბიუროს სხდომაზე. საპარლამენტო უმცირესობამ კი რეგლამენტით გათვალისწინებული განცხადებების გაკეთებაზე დღეს უარი განაცხადა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×