რეზონანსი
17.05.2017

 პრეზიდენტის შვილის მეგობარს, თორნიკე კაჭარავას დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. როგორც პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა განმარტა, კაჭარავას პირადი ჩხრეკისას ამოღებულია დიდი ოდენობით ბუპრენორფინის შემცველი ნივთიერება და ბრალი მძიმე კატეგორიის მუხლით აქვს წაყენებული.

მოსამართლე ელენე გოგუაძის კითხვაზე, თუ რატომ ემუქრებოდა სამართალდამცველი, კაჭარავამ უპასუხა, რომ ეს მუქარები პრეზიდენტის მხრიდან მისი და მისი მეგობრების დაცვის გამო ხდებოდა და რომ „სახელმწიფოსთან ომი" არ გაუვიდოდათ.

მოსამართლემ პროკურატურას თორნიკე კაჭარავას დაკავების დროს განხორციელებული სავარაუდო ძალადობისა და მუქარით დაინტერესებისკენ მოუწოდა. სასამართლო პროცესზე თორნიკე კაჭარავამ განაცხადა, რომ ის დაკავებისას შედგენილ ოქმს არ გაცნობია და ვარაუდობდა, რომ პოლიციამ მას იარაღიც ჩაუდო.

პრეზიდენტის შვილის მეგობარი, თორნიკე კაჭარავა 15 მაისს დააკავეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×