რეზონანსი
17.05.2017

 გადამეტებული ხმაური და საზოგადოების შეწუხება დასჯადი ხდება. კანონპროექტის მიხედვით, სიწყნარის დარღვევის პირველი შემთხვევისას, მოქალაქე გაფრთხილებას მიიღებს,ერთი წლის განმავლობაში მორიგი გადამეტებული ხმაურისთვის კი 150 ლარიან ჯარიმას გადაიხდის. იურიდიული პირი განმეორებითი ხმაურისთვის 500 ლარით დაჯარიმდება.

თუ მოქალაქემ ხმაურის დასაშვებ ნორმას მესამედ ან მეტჯერ გადააჭარბა, ფიზიკური პირი 300 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 1000 ლარით დაჯარიმდება.

შსს-ს სტატისტიკით, გასულ წელს ხმაურით შეწუხებულმა მოსახლეობამ საპატრულო პოლიცია 6 539-ჯერ გამოიძახა.

ხმაურის ზომას სპეციალური ხელსაწყო, ხმაურმზომი განსაზღვრავს, მათ შესაძენად 100 ათასი ლარი იქნება საჭირო. დადგენილი სტანდარტების მიხედვით, ღამის საათებში ხმაურის დონედ განსაზღვრულია 40 დეციბელი. ქალაქის აქტიურ ადგილებსა და ქუჩებში კი ხმაურის დასაშვები ზღვარი 55 დეციბელი იქნება.

2018 წლის პირველ აპრილამდე საზოგადოებრივ სიწყნარეს საპატრულო პოლიცია დაიცავს.შემდეგ კი სიმშვიდის მაკონტროლებლის ფუნქცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ექნება.

კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×