რეზონანსი
18.05.2017

 ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის დღეს, სოჭში, ხელი მოეწერება შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირების შესახებ შეთანხმებას. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

აფხაზეთის დე ფაქტო შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ამას ითვალისწინებს აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის 2014 წლის 24 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმება, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.

მათივე ცნობით, ცენტრი აფხაზეთსა და რუსეთს შორის ორგანიზებული დანაშაულისა და სხვა საშიში დანაშაულებების წინააღმდეგ თანამშრომლობისთვის იქმნება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×