რეზონანსი
18.05.2017

 ფინანსურმა პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორგანიზებული ჯგუფის ოთხი წევრი დააკავა. თაღლითობაში ბრალი სოფელ ლისში, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილ წარმომადგენელსაც ედება.

გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირებმა წინასწარი შეთანხმებით, ყალბი მიღება - ჩაბარების აქტებით და მიწის გადასახადის გადამხდელთა ყალბი საგადასახადო სიების გამოყენებით, თაღლითურად მიითვისეს, ლისის ტბის მიმდებარედ არსებული, სახელმწიფოს კუთვნილი 1,5 ჰა მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთის რეალიზაციით ბრალდებულებმა 1 000 000 ლარზე მეტი შემოსავალი უკანონოდ მიიღეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×