რეზონანსი
18.05.2017

 „ბავშვების სიყვარული არ ნიშნავს მათი ყველა სურვილის შესრულებას, პირიქით, ეს არასწორი ქმედებაა. თქვენ ყოველთვის სიყვარულით უნდა მიუთითოთ შეცდომაზე და თან აუხსნათ შვილებს, რატომ არის ეს მიუღებელი" , - ასე მიმართავს პატრიარქი ცოლს და ქმარს თავის წერილში „ბედნიერი ოჯახი".

პატრიარქის წერილის მიხედვით, შვილების მოვლა ორივე მშობლის ვალდებულებაა და ბავშვს დრო ორივე მათგანმა თანაბრად უნდა დაუთმოს. ილია მეორის რჩევით, შვილებისადმი სიყვარული მათი ცხოვრებისთვის მომზადებაში უნდა გამოიხატოს.

„ნუ მოგერიდებათ სახლში მათი დასაქმება. შეასწავლეთ ყველაფერი, რითაც თქვენც შეგეწევიან და მომავალში მისი ცოდნა თავადაც გამოადგებათ. აღმოაჩინეთ მათში ესა თუ ის ნიჭი, მიდრეკილება და წაახალისეთ იგი. ასწავლეთ მათ სხვისი დახმარება, განსაკუთრებით განსაცდელში მყოფის თანადგომა. ასწავლეთ ღვთის სიყვარული, წესრიგი, სისუფთავის სიყვარული, დროის სწორი გამოყენება" , - ნათქვამია პატრიარქის წინასიტყვაობაში „ბედნიერი ოჯახი".

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×