რეზონანსი
18.05.2017

 არასამთავრობო ორგანიზაციებმა ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილი წერილი გაასაჯაროვეს. სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით არსებული შენიშვნები ვენეციის კომისიას კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" წევრმა არასამთავრობოებმა გადაუგზავნეს.

სამოქალაქო სექტორის შენიშვნები სასამართლო სისტემას ეხება და ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის გაუქმებაა.წერილში ასევე ნათქვამია, რომ უნდა შეიცვალოს იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესი, სადაც არასამთავრობოების აზრით, ოპოზიციაც უნდა იყოს ჩართული.

მესამე სექტორი აქცენტს უზენაეს მოსამართლეთა დანიშვნის ბუნდოვანებაზეც აკეთებს.მათი შეფასებით,საკონსტიტუციო კომისიამ არცერთი ეს ალტერნატიული ინიციატივა არ გაიზიარა. არასამთავრობოებს ვენეციის კომისიის დასკვნაში მათი შენიშვნების ასახვის იმედი აქვთ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×