რეზონანსი
18.05.2017

 ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები გალში, ოკუპაციის ხაზზე 3 საკონტროლო-გამშვები პუნქტის დახურვის პროცესს დაესწრნენ. მათ ადგილზე გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, თემურ ნადარაია და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, დაურ კოვე შეხვდნენ.

გალში ჰერბერტ ზალბერიც იმყოფებოდა, რომელიც გუშინ დიპლომატიურ სკანდალში გაეხვა. მან საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„მოხარულები ვიყავით, როდესაც ჩვენმა კოლეგებმა სოხუმიდან შემოგვთავაზეს, ჩამოვსულიყავით აქ და მოგვენახულებინა ეს პუნქტები. ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს შორის არსებობს განსხვავებული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, საკმარისია თუ არა მხოლოდ ერთი გადასასვლელი პუნქტი, თუ საჭიროა რამდენიმე გადასასვლელი. მას შემდეგ, რაც ვნახეთ აქ რა ხდება, დისკუსიები გაგრძელდება" , - განაცხადა ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა, ჰერბერტ ზალბერმა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აფხაზეთის მიმართ ევროკავშირის პოზიცია შეცვლილია.

„თავად ნახეს, რომ ეს პუნქტები არანაირ სტანდარტებს არ შეესაბამება, არ არის კეთილმოწყობილი და უსაფრთხო სახელმწიფო საზღვრის მოსაწყობად. თავად შეეძლოთ დარწმუნებულიყვნენ, რომ არავითარი წინაღობები არ არსებობს, ხალხი გადის სწრაფად და თავისუფალ რეჟიმში" , - განაცხადა დაურ კოვემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×