რეზონანსი
18.05.2017

 კულტურის სამინისტროს ინიციატივით, 27 მაისს აქცია „ღამე მუზეუმში" მოეწყობა და საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს.დამთვალიერებლებისთვის მუზეუმები ღამის 1 საათამდე ღია იქნება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს თბილისის მუზეუმების გაერთიანების სამი მუზეუმი, რეგიონული მუნიციპალიტეტის მუზეუმები, ორი უწყებრივი მუზეუმი - ქართული სპორტის მუზეუმი, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის მუზეუმი და კერძო მუზეუმი - ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების გალერეა.

27 მაისამდე სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, თბილისის სხვადასხვა უბანს სლოგანით „მოდი ღამე მუზეუმში" მოხატავენ და დამთვალიერებლებს მუზეუმებში მისვლისკენ მოუწოდებენ.

აქციას „ღამე მუზეუმში" საფუძველი 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ ჩაეყარა და მას შემდეგ ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში რეგულარულად ტარდება. აქციის „ღამე მუზეუმში" ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა. 2016 წლის 21 მაისს, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი დამთვალიერებელს ღამის 1 საათამდე მასპინძლობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×