რეზონანსი
18.05.2017

 გარემოს დაცვის ინსპექციამ გარეული ცხოველებით ვაჭრობის ფაქტები აღმოაჩინა. მოქალაქეებს გარეული ცხოველების, მათ შორის საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობის გაყიდვის შესახებ განცხადებები ინტერნეტმაღაზია „მაიმარკეტზე" ჰქონდათ განთავსებული.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ამ მოქალაქეებს დაუკავშირდნენ, ორი მათგანი არასრულწლოვანი აღმოჩნდა. მათ ჩამოერთვათ ახსნა-განმარტება და მიეცათ სიტყვიერი გაფრთხილება. დეპარტამენტის ინსპექტორებმა დატყვევებული ცხოველები (რეპტილიები) საარსებო გარემოში დააბრუნეს.

ერთი მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შედგა, რომელიც „მაიმარკეტზე" საქართველოს წითელი ნუსხით დაცულ სახეობას, ხმელთაშუაზღვის კუს ჰყიდდა. ინსპექტორებმა მას ცხოველი ჩამოართვეს და დროებით ზოოპარკს მიაბარეს.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, რაც წითელი ნუსხით დაცული სახეობებით ვაჭრობაზე სანქციას გულისხმობს,150-დან 850 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტსა და ვებგვერდ „www.mymarket.ge" -ის შორის გაფორმებულია წერილობითი შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ცხოველებითა და დერივატებით ვაჭრობის კატეგორიაში განცხადების გამოქვეყნებამდე, მომხმარებელი ვალდებულია მონიშნოს შემდეგი გრაფა - „ვეთანხმები გარეული ცხოველით ვაჭრობის აკრძალვის წესებს".

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×