რეზონანსი
18.05.2017

 ზურაბ დათუნაშვილს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ახლა „არამიანცის" საავადმყოფოში მკურნალობს. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედი" იუწყება.

მოჭიდავე, რომელიც რამდენიმე თვეში მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა წასულიყო, სავარაუდოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ასპარეზობაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.

ზურაბ დათუნაშვილმა ერთი კვირის წინ, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში ქართველი ფალავანი ბელარუს რაძიკ კულიეუს შეხვდა, 4-2 სძლია და ევროპის ჩემპიონატზე მეორედ ოქროს მედალი მოიპოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×