რეზონანსი
19.05.2017

 საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ჰერბერტ ზალბერს დღეს შეხვდება.ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში, ჰერბერტ ზალბერი დიპლომატიურ სკანდალში გაეხვა. მან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ჰერბერტ ზალბერი ანატოლი ბიბილოვს ოკუპირებულ ცხინვალში 16 მაისს შეხვდა, სადაც ის ჟენევის დისკუსიის სხვა თანათავმჯდომარეებთან ერთად მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასაგეგმად იმყოფებოდა.

ზალბერის მილოცვას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის აპარატიც გამოეხმაურა.

„არ ვცნობთ ფორმატს, რომელშიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა საქართველოს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთის რეგიონში. ევროკავშირი ასევე იღწვის საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობის გზით" , - განაცხადა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პრესმდივანმა მაია კოჟიანჩიჩმა.

ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 20-21 მაისს გაიმართება. ჰერბერტ ზალბერის სკანდალურ განხადებას, შესაძლოა მისი მოლაპარაკებების ფორმატზე ჩამოშორება მოჰყვეს.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×