რეზონანსი
19.05.2017

 „საქართველოს რკინიგზის" მოდერნიზაციის პროექტის დასრულება 2019 წლის ნოემბერში იგეგმება. ამის შესახებ „ტვ პირველზე", გადაცემა „საქმის კურსში, „საქართველოს რკინიგზის" კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსმა, აკაკი საღირაშვილმა განაცხადა.

„ პროექტი გულისხმობს ხაშური-ზესტაფონის სარკინიგზო მონაკვეთის სრულ რეაბილიტაციას, მათ შორის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას, საერთო ჯამში, 14-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობას, მათ შორის, ერთი არის 8 კმ-იანი ზვარე-ქვიშხეთის დამაკავშირებელი გვირაბი" , - განაცხადა საღირაშვილმა.

საღირაშვილის ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 260 მილიონ 126 ათასი შვეიცარიული ფრანკია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×