რეზონანსი
19.05.2017

 (რეზონანსი)

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარის, ჰერბერტ ზალბერის გარშემო შექმნილ დიპლომატიურ სკანდალს სპეციალური განცხადებით ეხმაურება. ამის შესახებ ინფორმაციას, სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

„სკანდალი მხოლოდ დაბნეულობასა და მორიგ იმედგაცრუებას იწვევს იმ პრიორიტეტების გამო, რომელზეც დაფუძნებულია სამხრეთ ოსეთის მიმართ ქართული პოლიტიკა. ზალბერის მილოცვა დიპლომატიური თავაზიანობა იყო, რომელიც საქართველოში ლამის ევროკავშირის მხრიდან მისი ინტერესების ღალატად იყო აღქმული" , - ნათქვამია საოკუპაციო რეჟიმის საგარეო უწყების განცხადებაში.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარემ, ცხინვალში ვიზიტის დროს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×