რეზონანსი
20.05.2017

 „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეხვედრა გაიმართა. დეპუტატებმა მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე და საარჩევნო სისტემაზე ისაუბრეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მიიჩნევენ, რომ მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე აჟიოტაჟი უსაფუძვლოა. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები უცხოელებზე არ გაიყიდება. ხელისუფლების შეთანხმებული პოზიცია და საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.

მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მიწის უცხოელებზე გასხვისებას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ითვალისწინებს. ერთადერთი გამონაკლისი, რა შემთხვევაშიც მიწის უცხოელებზე გასხვისება იქნება შესაძლებელი, არის უცხოელი ინვესტორის მიერ წარმოდგენილი დიდი ინვესტიცია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×