რეზონანსი
20.05.2017

 გარემოს დაცვის ინსპექცია სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში მელიის ლეკვებისადმი სასტიკი მოპყრობის ამსახველ ვიდეომასალას ეხმაურება. დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვიდეოზე ასახული პირის იდენტიფიცირება შეძლეს. წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშში მცხოვრებ მოქალაქეს ახსნა- განმარტება ჩამოართვეს.

მისი განმარტებით, მელია შინაურ ფრინველს უნადგურებდა, რის საფუძველზეც მოქალაქე დაურეგისტრირებელი სანადირო თოფით დაედევნა ცხოველს. მელიის ლეკვები მისმა მონადირე ძაღლმა ამოიყვანა სოროდან, ამიტომაც აღენიშნებათ ლეკვებს დაზიანებები სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაში.

მოქალაქეს სანადირო იარაღი ჩამოართვეს და დალუქეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×