რეზონანსი
20.05.2017

 სამბოს ევროპის ჩემპიონატზე ნინო ოძელაშვილი ოქროსმედალოსანი გახდა. საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ჩემპიონატის მონაწილე სამმა ქართველმა სპორტსმენმა სამივე სინჯის მედალი აიღო.

ფედერაციის განცხადებით, მინსკში ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე დასრულდა. საქართველოს სამბისტები სამივე სინჯის მედალს ფლობენ - 52 კგ წონით კატეგორიაში ლევან ბერბერაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 90 კგ წონით კატეგორიაში პაატა ღვინიაშვილი ვერცხლს დაეუფლა. ნინო ოძელაშვილმა კი ევროპის ჩემპიონატის ოქრო ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×