რეზონანსი
20.05.2017

 ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა გამარჯვება არჩევნების პირველივე ტურში შეძლო. როუჰანმა ხმების 56% მიიღო. მაღალი აქტივობის გამო, ხმის მიცემის პროცედურა 5 საათით გახანგრძლივდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი" ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 56 მილიონი ამომრჩევლიდან წლევანდელ არჩევნებში 40 მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ამომრჩევლების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ირანს რეფორმატორთა კოალიციის ლიდერის, პრეზიდენტ როუჰანის ზომიერი პოლიტიკა ირანს სასიცოცხლოდ სჭირდება.

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს ოთხი კანდიდატი იყრიდა: მოქმედი პრეზიდენტი ჰასან როუჰანი, აიათოლა იბრაჰიმ რაისი, ყოფილი ვიცეპრეზიდენტი მუსტაფა ჰაშემი-ტაბა და კონსერვატორების კანდიდატი მუსტაფა აგა-მირსალიმი.

პირველივე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატს 50%-ზე მეტი ხმა უნდა მიეღო. წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალ კვირას მეორე ტური დაინიშნებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×